„ჩვენი სამშობლოს დასავლეთიც გავიცანით და რაც მთავარია, შევიყვარეთ“- კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეთა „მოგზაურობა“ გურიაში
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში საქართველოს კუთხეების შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული, შემოქმედებითი პროცესია. სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად, გურიაში „იმოგზაურეს“.
აქტივობის ფარგლებში საქართველოს ამ გამორჩეული კუთხის შესახებ სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მოიძიეს ინფორმაცია. ბავშვები შეეცადნენ ისტორიული წარსული გაეცოცხლებინათ, გაეცნენ ადათ - წესებს, ჩვეულებებს, საინტერესო და განსაკუთრებით გამორჩეულ ტრადიციებს.
მოსწავლეებმა ასევე, ამომწურავად ისაუბრეს დღესასწაულების აღნიშვნის თავისებურებებზე, მათ შორის სამზარეულოზე.
„ერთკვირიანი დაუღალავი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესი კი გურიის სამზარეულოს გამორჩეული „გურული ღვეზელის“ მომზადება დაგემოვნებას დავუთმეთ. ვფიქრობ, მიზანი მიღწეულია! ჩვენი სამშობლოს დასავლეთიც გავიცანით და რაც მთავარია, შევიყვარეთ. ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას და მშვიდად ყოფნას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: