მუხურის თემის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
05-04-2022

2 აპრილს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების დონის ამაღლება.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, წარმოადგინეს მოკლე ინფორმაციული შინაარსის კოლაჟი, ჩაატარეს სახალისო ვიქტორინა, ერთობლივად ნახეს ფილმი.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: მაკა კრილოვა, ჯილდა თოდუა და ლარისა მალანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203