ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ მოსწავლეებისთვის საინტერესო და ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ შეხვედრები ხშირად იმართება.30 მარტს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ სკოლასთან თანამშრომლობით მოსწავლეებთან მოძრავი სახალხო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ლექციები ჩაატარა.
სალექციო თემები გახლდათ:
- თემის განვითარების ძირითადი ასპექტები: სათემო ინიციატივები, ახალგაზრდების როლი, ეკო და აგროტურიზმი, გარემოს დაცვა;
- მომავალი პროფესია და კარიერის ეფექტური დაგეგმვა.
ლექციები წაიკითხეს ასლან ართმელაძემ (მკვლევარი, ტრენერი, საჯარო მმართველობის მაგისტრი) და მურო თალაკნაძემ (ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი).
იხილეთ ფოტოები: