ლახამულას საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა ექსპერიმენტებით გაჯერებული ბიოლოგიის გაკვეთილი
04-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს, სველი პრეპარატი დაამზადეს და მიკროსკოპით დაათვალიერეს. 

გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203