წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე პარკის მაკეტები შექმნეს
04-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ კრეატიული, სახალისო და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-4 კლასში, ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა პარკის პროექტი დახატეს. შემდეგ გაკვეთილზე კი პარკში ცალკეული ობიექტების განლაგება განიხილეს, გაკვეთილზე მიიტანეს საჭირო ბუნებრივი თუ მეორადი მასალები და მაკეტები წარადგინეს.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კეთებით სწავლება ყველაზე პროდუქტიული, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი მიდგომაა, რაც მოსწავლეებს დიდხანს ამახსოვრდებათ და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც სწორად გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების პედაგოგი ინგა გრძელიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203