ბოზალის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 8 პირველკლასელის მისაღებად ემზადებიან 
04-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს პირველკლასლების მისაღებას აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლაში Etaloni.ge-ს უთხრეს, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 8 იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203