ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე ლუკა ნატრიაშვილი საჯარო გამოსვლის კონკურსში მეორე ადგილის მფლობელი გახდა
04-04-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლე ლუკა ნატრიაშვილი საჯარო გამოსვლის კონკურსში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ Public Speaking-ის ​კონკურსის ფინალში გადასული 8 მონაწილიდან 4 ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლე იყო.

კონკურსი English Speaking Union-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

მონაწილეები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის ერთ-ერთი წევრიბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი  გახლდათ. 

ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პირველ ადგილას გასული მარიამ ჯვარშეიშვილი თბილისის, ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეა.

„წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203