„ჯანსაღი ცხოვრების წესი“- ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს
04-04-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ითვინინგის საერთაშორისო პროექტია, მასში მსოფლიოს 9 ქვეყნიდან, 38 მასწავლებელი და 129 მოსწავლეა ჩართული. 

მარტში მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების შესახებ პრეზენტაციები, პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები და სხვა საინტერესო მასალა დაამზადეს. მათ აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს.

პროექტში მოსწავლეებს ინგლისური ენის მასწავლებელი მირანა გიორგაძე და  აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ სამსონიძე ხელმძღვანელობენ.

იხლეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203