ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ხელმძღვანელები მომავალ პირველკლასელებს და მათ მშობლებს შეხვდნენ
04-04-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მომავალ პირველკლასელებს და მათ მშობლებს სკოლის დირექტორები შეხვდნენ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებმა სკოლისა და სასწავლო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

იმავე დღეს მომავალ მოსწავლეებს სკოლის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სპეციალურ მასწავლებელთან წინასასკოლო გასაუბრება ჩაუტარდათ.

„გასაუბრება საშუალებას აძლევს პედაგოგებს შეფასდეს ბავშვის განვითარების ეტაპი, რაც შემდგომ ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას იძლევა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203