ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებმა, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, პოსტერები შექმნეს
04-04-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მომავლის პროფესიების საგნის ფარგლებში, თემატური პოსტერები შექმნეს.

ასევე, მეხუთეკლასელებმა უყურეს მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას და მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

აქტივობას მასწავლებელი თამთა ბერიძე ხელმძღვანელობდა.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203