„მაკულატურა არ არის ნაგავი!“ - თბილისის N142 სკოლაში IV კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, მწვანე კამპანია ხორციელდება
04-04-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეების ინიციატივით მწვანე კამპანია - „მაკულატურა არ არის ნაგავი“ ხორციელდება, რომლის დევიზიც - „გავუფრთხილდეთ გარემოს და აღვადგინოთ მწვანე საფარი“ გახლავთ.

სკოლის თითოეული მოსწავლეს გათვითცნობიერებული აქვს, რომ გარემოზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია. მეოთხეკლასელების კლასის ხელმძღვანელი კი მაია ლაბუჩიძეა.

„თუ 1 ტონა ქაღალდის დასამზადებლად ჩვენ ვიყენებთ 17 ზრდასრულ ხის მასალას, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ზრდასრული ხე წელიწადში 4-6 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს და ამავე პერიოდში თითქმის ორჯერ მეტ ჟანგბადს გამოიმუშავებს. მაკულატურის გადამუშავება და ქაღალდის გონივრული გამოყენება პირდაპირ კავშირშია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. მოსწავლეთა მიერ შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, სკოლის ეზოში კი ხეები დაირგვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მაკულატურა არ არის ნაგავი, გავუფრთხილდეთ გარემოს, აღვადგინოთ ტყე და ვაქციოთ ქაღალდი ხედ! მადლობა მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის IV კლასის მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს, ქალბატონ მაია ლაბუჩიძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203