მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
04-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა მუზეუმის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად ჩაერთო. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ერთობილი სვანეთის ბედნიერი ხევის დროშა ლემ“, ფარგლებში სალექციო კურსს დაესწრნენ. მათ სახალისო პრაქტიკული აქტივობებიც შეასრულეს.

მათ დიდი ინტერესი და მონდომება გამოავლინეს.

სკოლა, ამ შესაძლებლობისთვის, მუზეუმს მადლობას უხდის.

„მადლობა მუზეუმის აქტიურ გუნდს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203