გულგულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიკა ოხანაშვილმა საგანმანათლებლო ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა
04-04-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავადროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა მე-11 კლასის მოსწავლემ, ლიკა ოხანაშვილმა ასახელა, რომელმაც თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ, 19 თებერვალს ჩატარებულ რიგით მე-9 ოლიმპიადაში - „რა ვიცით ჩინეთის შესახებ“ II ადგილი მოიპოვა.

ოლიმპიადის თემა წელსაც იყო ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული დღესასწაულები და ტრადიციები. ოლიმპიადაში საქართველოს ყველა კუთხიდან უამრავმა მოსწავლე მონაწილეობდა. მაღალი კონკურენციის პირობებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ყველა მათგანი ორენოვანი სერტიფიკატებითა და საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდება.

გულგულის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები მეთერთმეტეკლასელს ულოცავს ამ წარმატებას.

„ლიკა არის მიზანდასახული, პასუხისმგებლობით სავსე და ნიჭიერი გოგონა. ულევი წარმატება მას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203