„ყვავილის აგებულება“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
04-04-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში კომპლექსური დავალება - „ყვავილის აგებულება“ შეასრულეს. პედაგოგი, კი ნონა ფარულავა გახლავთ.

გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ბავშვებმა არაერთი საინტერესო აქტივობა შეასრულეს.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს აპლიკაციები, ყვავილი მისი ნაწილებით ააწყვეს, გააკეთეს ჩანახატები, რომლებიც შემდგომ ლამაზად წარმოაჩინეს.

ასევე, ისაუბრეს ყვავილების ნაწილებზე და გააკეთეს ინსცენირება, თუ რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს. ნახეს სლაიდები დამტვერვის შესახებ, მოიძიეს მათთვის საყვარელ ყვავილებზე ლეგენდები და ინფორმაციები, შეავსეს „ყვავილვორდი“ და კროსვორდი ტერმინების/განმარტებითი მნიშვნელობით.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ასევე იხილეს ლამაზი ყვავილების სლაიდები, ასევე თუ როგორ განსხვავდება ყვავილის მტვერი ერთმანეთისაგან ფორმით, ზომით, ფერით, როგორ ეკვრის სხეულზე მწერებს ყვავილის მტვერი და როგორ ხდება დამტვერვა. შეასრულეს სიმღერა - ყვავილზე.

შეჯამდა გაკვეთილი, თითოეული მოსწავლე შეფასდა განმავითარებელი კომენტარით და მომდევნო გაკვეთილებისთვის გაეცნენ დავალებას. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს მადლობის ბარათები წარწერითა და ყვავილის გამოსახულებით დაურიგდათ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203