ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხრესილის ომის 265-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
04-04-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხრესილის ომის 265-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს.

მათ წინაპრების გზა გაიარეს, ისტორიული ფიგურების როლი მოირგეს და მოდელირებული ბრძოლა წარმოადგინეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ისტორიის ცოდნა და შემოქმედებითი უარები თანაბრად წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს ასეთ მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად სთავაზობს. 

„1757 წელი, 12 დეკემბერი. 265 წელი ხრესილის ომიდან ოსმალების ამოწყვეტა ხრესილის ველზე... წინაპრების გზაზე გაიარეს და მოდელირებული ბრძოლა დღეს წარმატებით განახორციელეს ძევრის სკოლის მოსწავლებმა. ლომებრ მყეფე მტერთ სისხლმჩქეფე 22 წლის სოლომონ მეფის ძალგულოვანი ხმა კვლავ ისმოდა წყალწითელას ხეობაში...მეფე სოლომონი -მათე ზაქარიაძე; ხუტუნია შერვაშიძე - ვახტანგ მეფარიძე; კაცია დადიანი - ლუკა ფანჩულიძე; ქაიხოსრო აგიაშვილი - დიდი ლუკა ფანჩულიძე; ბერი წულუკიძე - გიორგი აბჟანდაძე; პაპუნა წერეთელი - გიორგი აბულაძე; მეომარი ბრეგაძე - სანდრო ბრეგაძე; ფიცის კაცები - მათე ხოსიაშვილი, ავთო ყურაშილი, გიორგი ფხალაძე, ვოვა ფანჩულიძე; გოლა ფაშა - ვაჟა აბულაძე; ალი ფაშა - ნათია სოფრომაძე; ქემხა ფაშა - ლილე ფანჩულიძე. განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისათვის დამრიგებელ ხათუნა ჩხეიძეს, მოსწავლეთა მშობლებს ამბროსი ფანჩულიძის მეთაურობით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203