თბილისის N142 საჯარო სკოლის ეზოში ბაღის სკამები განთავსდა 
04-04-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლის ეზოში ბაღის სკამები დაიდგა, რამაც გარემო დამატებით კომფორტული გახადა.

აღნიშნული კი ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარადჭერით განხორციელდა.

„თბილისის N142 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდით ნაძალადევის რაიონის გამგეობის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლობა ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ბატონ ირაკლი ანდღულაძესა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ირაკლი ხელაძეს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ ზრუნავენ, რათა სასწავლო გარემო კიდევ უფრო კომფორტული, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და საინტერესო იყოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203