სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა
04-04-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა და ამისთვის, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერადაც, სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა.
ეპიდვითარების შემდეგ მოსწავლეები სასკოლო გარემოს დაუბრუნდნენ და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პანდემიის შემდგომ სპორტული აქტივობა ბავშვებისთვის მართლაც რომ აუცილებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სპორტის მასწავლებლებმა - მიხეილ ქანთარიამ და ბექა შარაშენიძემ, მოსწავლეებთან ერთად, დიდი ენთუზიაზმით ჩაატარეს შიდასასკოლო შეჯიბრი. სკოლის დირექტორმა, ნუგზარ კუციამ მოსწავლეები წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის