ბათუმის N4 სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი ჯაფარიძესთან ერთად, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
04-04-2022
ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, ინფორმაციულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-5ა და მე-5დ კლასების მოსწავლეები უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ლალი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა რესურსოთახში სსსმ და შშმ მოსწავლეთა უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მხარდამჭერი პოსტერები დაამზადეს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის