შორაპნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
04-04-2022
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელები მოიხატეს და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203