ზიკილიის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს
04-04-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში გარემოზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა.
ამჯერად, სკოლის აგროკლუბმა „არგომ“, ეკოკლუბმა „ბეღურებმა“ და სხადასხვა კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად სასკოლო პროექტის - „მწვანე გარემოს“ ფარგლებში, სკოლის ეზოში ყვავილებისთვის განკუთვნილი ადგილი დაამუშავეს და ყვავილები დარგეს.
სკოლის კლუბების წევრები და მოსწავლეები ახალ გამოწვევებს აქტიურად და ამავდროულად, დიდი ხალისით უერთდებიან. მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და იციან, რომ ლამაზი, სუფთა გარემო მომავალი თაობისთვის საწინდარია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის