ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ფერმწერების ნამუშევრები „გააცოცხლეს“
04-04-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ფერმწერების ნამუშევრები გააცოცხლეს. 

მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნახატებში ასახული ადამიანების როლი მოირგეს და მსგავსება შესანიშნავად წარმოადგინეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აქტივობას პედაგოგი ია ბაჯელიძე უძღვებოდა, მისი მიზანი მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება იყო.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203