სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ გამოფენა მოაწყეს
04-04-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა შესახებ სკოლა საზოგადოებას ინფორმაციას მუდამ სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლის ნორჩმა მხატვრებმა მეტად საინტერესო და ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.

თითოეული ნამუშევარი ფერადოვნებითი, შესრულების განსხვავებული საინტერესო ხერხებითა და მრავალფეროვანი ტექნიკით გამოირჩევა. მოეწყო ონლაინ გამოფენა - „ერთად გავაფერადოთ ჩვენი სამყარო“.

აღსანიშნავია, რომ ნორჩი მხატვრების წარმატებაში ხელოვნების პედაგოგს, მანანა ვეფხვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის. პედაგოგი ყოველთვის ცდილობს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელი შეუწყოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203