კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს
04-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისთვის ილოცეს.
ისინი უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ და მშვიდობას უსურვებენ.
მოსწავლეებმა მსოფლიოს ყველა ბავშვისთვისაც ილოცეს. მათი სურვილი ომის დასრულება და მშვიდობა.
„წმინდა ცხრა ყრმა კოლაელო, ისმინე ჩვენი ვედრება სთხოვეთ უფალს, შეისმინოს ჩვენი ვედრება, დაამყაროს მშვიდობა უკრაინელი პატარებისთვის! გთხოვთ, დაიფარეთ ყველა პატარა განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა! მშვიდობა მსოფლიოს პატარებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის