კუხის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ღონისძება მიეძღვნა
04-04-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ღონისძება მიეძღვნა. 

მრავალფეროვანი აქტივობა სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა ნუნუ ჩხეიძემ დაგეგმა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. კლასი გააფორმეს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, აუტიზმის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203