ხორენიის საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეს ტესტირება ჩაუტარდა
04-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის ყველა კლასში ტესტირება ჩატარდა.

ტესტირებით მოსწავლეების ცოდნა პედაგოგებმა შეამოწმეს. 

პროცესში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით მონაწილეობდნენ. მათ სკოლაში დაგროვილი ცოდნა წარმატებით გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი და მათ პედაგოგები მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

„მოსწავლეები შემართებით იყვნენ ამ პროცესში ჩართული. მათ წარმატებით  შეასრულეს ტესტირება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203