ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნერგები დარგეს
04-04-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვაზე მუდამ აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლეებმა იციან, რომ სუფთა და მწვანე გარემო ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა სპორტის მასწავლებელ, კახაბერ გიორგაშვილთან ერთად სკოლის ტერიტორიაზე ახალი ნარგავები დარგეს, ხოლო ძველ მცენარეებს ძირები შემოუბარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პედაგოგის მიერ შეთავაზებულ აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203