ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
04-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მოსწავლეები აქტივობაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ შეარჩიეს თემა და სასამართლო პროცესზე განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.

„სკოლის მოსწავლეები თითქმის არც ერთ ღონისძიებას არ ჩამორჩებიან. ამჯერადაც, მათ არა კონკრეტული ღონისძიება, არამედ სასამართლო პროცესი მოაწყვეს. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ვ.სეირანიანის დავალებით, შეარჩიეს კონკრეტული სიტუაცია და განიხილეს სასამართლო პროცესზე. ყველაფერი რეალობასთან ახლოს იყო ორგანიზებული - როლებიც და ატრიბუტიკაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203