მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო საპრეზენტაციო ნაშრომები მოამზადეს
04-04-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, მე-7, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა საპრეზენტაციო ნაშრომები მოამზადეს. აუდიტორიისთვის, აქტივობა შემეცნებითი ხასიათისა და ინფორმაციულად ტევადი აღმოჩნდა.

სააპრეზენტაციო თემები გახლდათ: ნიკა გოგიჩაძე - „მიგრაცია“, ანი ბარბაქაძე - „მსოფლიოს თანამედროვე 7 საოცრება“, ანი აბესაძე და თეონა ბოჭორიშვილი - „ისტორიის დამხმარე დისციპლინები: არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, სფრაგისტიკა“. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტატორებს აქტივობის განხორციელებისათვის სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203