პატრიოტული ღონისძიება გურძემის საჯარო სკოლაში 
04-04-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, ისაუბრეს აღნიშნული რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ. 

ღონისძიებამ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

აქტივობა რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203