კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის კოგნიტური პროცესი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ყოველთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი და ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში კომპლექსური დავალებების დანერგვის პროცესი წარმატებით ხორციელდება.კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის კოგნიტური პროცესის ერთ-ერთი ეტაპი მე-7
გ კლასში განხორცილდა, სადაც ჩატარდა ისტორიის გაკვეთილი. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ, ხოლო დამრიგებელი სალომე ქობალია.
საკითხი კი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები და ელინიზმი იყო.
„მოსწავლეებმა - მარიამ ფანცხავამ და გიორგი ჯიმშელეიშვილმა, წარმოადგინეს პრეზენტაციები ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შესახებ. აკაკი ნასარიძემ, google. Map პროგრამის გამოყენებით ააწყო ალექსანდრეს ლაშქრობების მარშრუტი და წარუდგინა თანაკლასელებს. პედაგოგმა მოსწავლეებს ესაუბრა ელინისტური ეპოქის მახასიათებლებზე. გაკვეთილი დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა დალი სილაგაძემ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომზადებული საინტერესო ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე:იხილეთ ფოტოები: