ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში ხულოს პირველობაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, სამ ასაკობრივ ჯგუფში, გაიმართა.
შეჯიბრში I ასაკობრივ ჯგუფში - 2010-2012 წლებში დაბადებულთა შორის, მეორე ადგილი ელისაბედ კოჩალიძემ, ხოლო III ასაკობრივ ჯგუფში - 2004-2006 წლებში დაბადებულთა შორის მესამე ადგილი ბექა ბოლქვაძემ დაიკავა.
სკოლა ამაყია მოსწავლებით და წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ მათ ამ შედეგებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: