„ჩვენთვის უდიდესი ჯილდო იყო მათი გულწრფელი ემოცია“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო აქცია გამართა
04-04-2022

ქუთაისის N21 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო აქცია გაიმართა. 

სკოლაში შეგროვდა პროდუქტები და ნივთები, რომლებიც  „ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს გადაეცათ. 

მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ბენეფიციარებიც გაახარეს.

„ქველმოქმედება“ - ლამაზი სიტყვაა, ქმედება - კიდევ უფრო ლამაზი. როგორც ბენეფიციარები ამბობენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მათ ყურადღება და მზრუნველობა არ აკლიათ, თუმცა საჩუქრებმა ძალიან გაახარეს. ჩვენთვის უდიდესი ჯილდო იყო მათი კმაყოფილება და გულწრფელი სიხარულის ემოცია. ამ სიხარულის მინიჭებისთვის უღრმესი მადლობა სკოლის მშობლებს, ჩვენს ნიჭიერ და საყვარელ მოსწავლეებს, მასწავლებლებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203