ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის კლუბ „სხივის“ წევრებმა უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს
04-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.

აქტივობა სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრებმა გამართეს. კლუბის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია - „არა ოკუპაციას, არა ომს“, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულებები გამოხატეს და პოსტერები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი თამილა რიონიძეა.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203