წყალტუბოს N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
04-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ინგლისური ენის კომპლექსური დავალების (მასწავლებელი ნ. ფანცხავა, დამრიგებელი მანანა წულაია) მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა; თემა კი - „Every Day. Unit 5.“ გახლდათ.

„მოსწავლეებმა წარადგინეს პოსტერები და გააკეთეს პრეზენტაცია -„გმირის ერთი დღე“, One Daყ of Character. წერილობით გადმოსცეს არჩეული გმირის ერთი დღის ეტაპი - დილა, შუადღე, საღამო და ვიზუალური ეფექტებით გააფორმეს. გამოიყენეს თემასთან დაკავშირებული ყოველდღიური რუტინისთვის საჭირო ლექსიკა და გრამატიკული მასალა - The Present Simple with – always, usually, often, sometimes, never... წერისას დაცული იყო წინადადების წყობა და მასთან დაკავშირებული მართლწერის წესები. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203