საინტერესო, ემოციური და ამაღელვებელი - მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
04-04-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო, ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა.
მუხურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის იმ პედაგოგებს, რომელთა ორგნაიზებითა და ძალისხმევით ღონისძიება შედგა.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის