ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
04-04-2022
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მიმდინარე შიდასასკოლო პროექტის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, მოსწავლეების ცნობიერების გაზრდის მიზნით, მოეწყო ადამიანის უფლებების გაცნობა - პრეზენტაცია;

პრეზენტატორი პროექტის მართვის ჯგუფის წევრი ქეთევან კოპალიანი გახლდათ.

ასევე, სადამრიგებლო საათის ფარგლებში აუდიტორია მოსწავლეთა ეთიკის კოდექსს გაეცნო (დამრიგებლები: ნინო ბუაძე, ციცინო ჯიაძე და ვერა ლეშკაშელი).

აღსანიშნავია, რომ აქტივობები აქტიური კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203