„ჯანმრთელობა - კეთილდღეობის საწინდარია“ - პირველი სვირის საჯარო სკოლა ცხოვრების ჯანსაღი წესის სადარაჯოზე
01-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, პირველი სვირის საჯარო სკოლის დირქცია, პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივის მხარდამხარ, თავს არ ზოგასვ, ადგილობრივმა მოსწავლეებმა საფუძვლიანი განათლება მიირონ. გარდა ამისა, მასწეავლებლები ცდილობენ, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვარებაში და ასევე, სხვადასხვა ღონისძიებით ცდილობენ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

„ჯანმრთელობა - კეთილდღეობის საწინდარია“ - პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, პირველი სვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო აქტივობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოწვეულმა სტუმარმა, ექიმმა მანანა ცხადაძემ კი ისაუბრა ჯანსაღ კვებაზე, ვირუსულ დაავადებებზე, მათ პრევენციაზე და მისცა მოსწავლეებს სასარგებლო რჩევები.

„სპორტის პედაგოგმა - ნუგზარ ცხადაძემ ყურადღება გაამახვილა ფიზიკური აქტივობების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. სწავლისა და სპორტის გონივრულ შეთავსებაზე მოსწავლეებს ესაუბრა ფეხბურთელი დავით ჩხიკვაძე, აქტივობის დასასრულს კი მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ თანატოლებს! მადლობა ყველას აქტიურობისა და თანამშრომლობისათვის“, - არნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203