ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიჭიერმა პიანისტმა ანაჰიტ სტელმაშოვამ სიმფონიური მუსიკის კონცერტზე დაუკრა
01-04-2022
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე პიანისტმა ანაჰიტ სტელმაშოვამ სიმფონიური მუსიკის კონცერტზე დაუკრა. 

კონცერტი, რომელზეც მოსწავლე სოლისტი იყო, თბილისის ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართა. მას სკოლის დირექტორი, პედაგოგები და ანაჰიტ სტელმაშოვას კლასელები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, ანაჰიტ სტელმაშოვა პარიზში, მარსელ დასოს ლეგენდარულ სასახლეში გაიმართულ კონცერტზეც უკრავდა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლით და წარმატებას უსურვებს.

„თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, დავით მუქერიას დირიჟორობით, შეასრულა ფ. ლისტის კონცერტი N2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. ორი დღით ადრე ,პარიზში, მარსელ დასოს ლეგენდარულ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ფონდ SOS Talents Foundation - 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ვარსკვლავმა ანაჰიტ სტელმაშოვამ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203