ჩხუტელის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ყველა თანასწორი ვართ“ გრძელდება
01-04-2022
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლა ტოლერანტ, ჰუმანურ თაობებს ზრდის. ასწავლის მათ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ამ მიზნს კი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ჩატარებითა და მასში მოსწავლეების აქტიური ჩართულობით აღწევს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 1 მარტიდან ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მორიგი შიდასასკოლო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც 2023 წლის 15 ივნისამდე გაგრძელდება.

„პროექტი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემის - სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით. პროექტის სახელწოდებაა - „ჩვენ ყველა თანასწორი ვართ“. პირველი აქტივობა განხორციელდა 1 მარტს და აღინიშნა ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე. პროექტის განხორციელებით სკოლა ხელს უწყობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდოებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203