ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მისაღებად სამზადისი დაწყებულია
01-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში აბიტურიენტების გასაცილებლად და პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ტაჯიევამ Etaloni.ge-ს უთხრა, წელს სკოლას სულ 18 აბიტურიენტი ამთავრებს. ისინი სწავლის გაგრძელებასა და უმაღლესი განათლების მიღებას აპირებენ.

სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 15-მდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203