ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა კონკურსზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
01-04-2022
აბაშის მუნიციპალიტეტში გამართულ ექსპრომტების საღამოზე ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა კონკურსზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
„29 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის დარბაზში ჩატარდა ექსპრომტების საღამო - კონკურსი, თემაზე: „არ გვინდა ომი, არა, მშვიდობას გაუმარჯოს“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები.
ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რაულ თოფურიას გადაეცა სიგელი ექსპრომტების საღამო- კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის, ასევე პატარა მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ესკიზებიდან ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ტესა კუჭუხიძის ნამუშევარმა. მონაწილეები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ. გამარჯვებულებს გადაეცათ „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს