კაკლიანის საჯარო სკოლა პირველკლასელთა მისაღებად მზადაა
01-04-2022
კოვიდპანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა პედაგოგებსა და სკოლის ხელძღვანელებს თავი არ დაუზოგავთ, რათა სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარმართულიყო და მოსწავლეებსაც მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.

სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია დმანისის მუციპალიტეტის, კაკლიანის საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთრ ოჯახში. 2021-2022 სასწავლო წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, თუმცა მანამდე სკოლები პირველკლასელთა მიღებისთვის ემზადებიან; კაკლიანის საჯარო სკოლაც ელის პატარებს, რომლებმაც 2022 წლის სექტემბერში პირველად უნდა შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.

მართალია, სკოლას აქვს საშუალება 25 პირველკასელი მიიღოს, მაგრამ, როგორც დირექტორი ამლეტ იუსუბოვი აცხადებს, სავარაუდოდ 3-4 მოსწავლეს ელის, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში მხოლოდ აზერბაიჯანულენოვანი სექტორია. 
მთავრი კი ისაა, რომ სწორედ კაკლიანის საჯარო სკოლის დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევით, მოსწავლეები ეუფლებიან სახელმწიფო ენასაც, რაც მათ განვითარებასა და წინსვლაში ძალიან ეხმარება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203