დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში აბიტურიენტების გასაცილებლად და პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, გამლეტ ისმაილოვმა
Etaloni.ge-ს უთხრა, წელს სკოლას სულ 13 აბიტურიენტი ამთავრებს. ისინი სწავლის გაგრძელებასა და უმაღლესი განათლების მიღებას აპირებენ.
სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა დაახლოებით, 30 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.