ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მძლეოსნობის შეჯიბრში
01-04-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შესაბამისად მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ, როგორც შიდასასკოლო შეჯიბრებებში ისე სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 31 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით სასკოლო შეჯიბრება მძლეოსნობაში ჩატარდა. მათი თქმით, კონკურსში მონაწილება მიიღო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლამ და მოიპოვა წარმატება. სკოლამ შეჯიბრში მე-3 ადგილი დაიკავა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203