„ჩვენ გვინდა მშვიდობა!“ - დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს
01-04-2022
გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ასწავლის, რომ მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, სამართლიანობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. 

სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა დაამზადეს მეგობარი ქვეყნის დროშები და პლაკატები წარწერით: „ჩვენ გვინდა მშვიდობა“. სკოლაში მოსწავეებმა მიიღეს ინფორმაცია რა ხდება უკრაინაში და მათი თანატოლებისა მხარდასაჭერად უკრაინის დროშის სიმბოლოებით გამოხატე თანადგომა და თანაგრძნობა. 

გიორგი შაინიძის სახელობის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა თვლის, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა პატარა ასაკიდან ისწავლონ, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია, იცოდნენ რომ ერთმანეთის მხარდაჭერას დიდი ძალა აქვს, სწორედ ამიტომ სკოლა ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია და ჩაუნერგოს მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203