ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეოპროექტები შექმნეს
01-04-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მერვეკლასელები მეტად საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ.
სკოლის VIIIბ კლასი ამერიკულ კუთხეში მარტის თვის თემას შეუერთდა. მოსწავლეებმა ქალთა სახეებზე ვიდეოპროექტები წარადგინეს, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი ცხოვრებისეული ისტორია ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ია ბლაგიძე გახლავთ.
„პროექტები წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლებად, სადაც მოსწავლეებმა ფოტოებისა და შესაბამისი ვიდეოების გამოყენებით გვიამბეს წარმატებული ქალების მიღწევებზე. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჟურნალისტისა და მთავარი გმირის დიალოგი (როლური თამაში მოსწავლეების მონაწილეობით). ისტორიები შემდეგ ქალ-გმირებზე იყო: დიანა გოლდენი - მოთხილამურე, მარია მონტესორი - განმანათლებელი, რიგობერტა მენჩუ - აქტივისტი და სარა ბერნჰარდტი - მსახიობი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის