„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
01-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში რუსული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება პირველად განხორციელდა თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

მოსწავლეებმა ავადმყოფობის პრევენციის გზებზე მეტად საინტერესოდ ისაუბრეს. ასევე, პოსტერი სათაურით - „ვუთხრათ ავადმყოფობას არა“ შექმნეს. ბავშვებმა ასევე, გააკეთეს ნამუშევრის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელი წამყვანი პედაგოგი ზაინი ცინარიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203