წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა - ნინო ბერიამ და ლიზი დემჩენკომ გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსში გაიმარჯვეს
01-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი ნახატების კონკურსში - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს. გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგი, კი ინგა გრძელიძე გახლავთ.

კონკურსი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“, მიერ იყო გამოცხადებული.

ნომინაციაში - „საუკეთესო გარემოსდაცვითი პლაკატი“ მე-4 კლასის მოსწავლემ, ნინო ბერიამ გაიმარჯვა.

ნომინაციაში - „ურბანულ ადგილებში გარემოსდაცვითი პრობლემატიკის საუკეთესოდ წარმოჩენა“ გამარჯვება კი მერვეკლასელ ლიზი დემჩენკოს ხვდა წილად.

გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ გადასცა.

„წარმატებებს ვუსურვებთ პატარა ნიჭიერ მხატვრებს და მათ მასწავლებელს, ინგა გრძელიძეს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლეების შემოქმედებით ზრდაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203