თბილისის N132 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საკლასო აქტივობები მიეძღვნა
01-04-2022

თბილისის N132 საჯარო სკოლა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობა, პროფესიონალ კოლექტივთან ერთად, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, უწყვეტ რეჟიმში ჩაერთონ სწავლა-სწავლების პროცესში და არც სასკოლო ცხოვრებას გამოეთიშონ.

თბილისის N132 საჯარო სკოლის მოსწავლეები, უსაყვარლეს პედაგოგებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში და საზოგადოებრივი მნიშვნელობის თარიღებსაც საინტერესო აქტივობებით ეხმაურებიან.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის N132 საჯარო სკოლაში აქტივობები  ჩატარდა, რაშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ; მათ საკუთარი ხელით შექმნეს ნამუშევრები, მოაწყვეს ერთგვარი პრეზენტაციები და ასე მოუწოდეს თანატოლებს - დაინახონ ყველა ფერი. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203