ქეშალოს საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 80-მდე პირველკლასელს ელოდებიან - სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.როგორც სკოლის ადმინისტრაციამ
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 80-მდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.